აშშ-მ, ღაზის სექტორისთვის მისაწოდებლად, ეგვიპტეს გადასცა დახმარების 3 ტვირთიდან პირველი

გამოქვეყნდა:

შეერთებულმა შტატებმა ეგვიპტეს დახმარების სამი დიდი ტვირთიდან პირველი მიაწოდა. ეგვიპტიდან დახმაება ღაზის სექტორში გაიგზავნება. 

ქვეყნის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ჯეიკ სალივანმა და აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადეს, რომ დახმარება იწონიდა 54,000 ფუნტზე მეტს (დაახლოებით 24,500 კგ) და შეიცავდა სამედიცინო მარაგს და საკვებს.

ის C-17 ტიპის თვითმფრინავით გადაიტანეს და მივიდა ეგვიპტის ლოგისტიკურ ცენტრში.

"მომავალ დღეებში მოსალოდნელია დამატებითი ფრენები, როგორც შეერთებული შტატების მცდელობის ნაწილი ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების ნაკადის გაზრდის მიზნით", - ნათქვამია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი