რუსებმა სუმის ოლქი დაბომბეს | დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის 7 წლის გოგონა

გამოქვეყნდა:

გასული 24 საათის განმავლობაში რუსებმა სუმის ოლქზე 22 თავდასხმა განახორციელეს. დაიღუპა 3 ადამიანი, ასევე სამი კი დაიჭრა.

სუმის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაცია ამბობს, რომ დაღუპულთა შორისაა 7 წლის გოგონა, რომელიც მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

უკრაინის პროკურატურა აცხადებს, რომ მტერმა საერთაშორისო კანონმდებლობით აკრძალული ომის მეთოდების გამოყენებით, წინასწარი მონაცემებით, საზენიტო-სარაკეტო სისტემით ქალაქ სერედინა-ბუდის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას დაარტყა. 

ოკუპანტების თავდასხმის შედეგად დაინგრა სულ მცირე 5 კერძო სახლი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი