შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით,  ბათუმში მომხდარი დაჭრის ფაქტზე 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.მ. დააკავეს. მას ბრალად ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება ედება.

დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 26 ნოემბერს, ბათუმში, ნაცნობი მამაკაცი - 1983 წელს დაბადებული გ.მ., ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილ მამაკაცს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა", - წერია უწყების განცხადებაში.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა, ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი