ხელოვნების მუზეუმს 1994 წელს გატაცებული ნახატი დაუბრუნდა

გამოქვეყნდა:

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ხელოვნების მუზეუმს დაკარგული ფერწერული ნამუშევარი დაუბრუნდა. უწყებამ მუზეუს გადასცა ჟან სიმეონ შარდენისათვის (1699-1779) მიკუთვნებული ნატურმორტი.

მათი ცნობით, 1994 წლის 27 ივლისს მოცემული ნატურმორტი ხელოვნების მუზეუმიდან ლუკას კრანახის "მაჭანკალთან" და იაკობ ვან რუისდალის "ჩანჩქერთან" ერთად მუზეუმზე თავდასხმის შედეგად გაიტაცეს.

"მოგვიანებით სამიდან ორი ნამუშევარი - ლუკას კრანახის „მაჭანკალი“ და იაკობ ვან რუისდალის „ჩანჩქერი“ - მუზეუმს დაუბრუნდა, ხოლო ჟან შარდენის სავარაუდო ავტორობით შესრულებული ნამუშევარი ამ დრომდე დაკარგულად ითვლებოდა. 2023 წლის ნოემბრის დასაწყისში, სამინისტროში ნახატი მიიტანა პირმა, რომელმაც ფართო საზოგადოების წინაშე მისი ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა", - წერია განცხადებაში.

სამინისტროს ცნობით, ჩატარებული ტექნოლოგიური კვლევა უტყუარად ადასტურებს, რომ კვლევის ობიექტი წარმოადგენს 1994 წელს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმიდან გატაცებულ ფერწერულ ნამუშევარს - ნამუშევრის ავთენტურობა დარღვეული არ არის.

მოცემული სურათი მუზეუმისათვის კუთვნილი რიგით 132-ე ექსპონატია, რომელიც 2021 წლის გაზაფხულიდან დღემდე ხელოვნების მუზეუმსა და ეროვნულ გალერეას დაუბრუნდა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი