კანდიდატის სტატუსი | არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს ესტონეთისა და ლიეტუვას საელჩოებს მიმართეს

გამოქვეყნდა:

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების კამპანია გრძელდება - მესამე სექტორი  ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მიმართავს და საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს. 

იმისთვის,  რომ ქვეყანამ დეკემბერში ოფიციალურად მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი,  27-ვე წევრი სახელმწიფოს თანხმობაა საჭირო. 

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მხარდაჭერის თხოვნით დღეს ესტონეთისა და ლიეტუვას საელჩოებს მიმართეს. კამპანია კი გუშინ საბერძნეთის დიპლომატიური უწყებისადმი მიმართვით დაიწყო.
 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი