თერჯოლის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ხაბეიშვილის გადადგომას ითხოვს

გამოქვეყნდა:

,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" დღეს არსებულ კრიზისულ მდგომარეობაზე, დაპირისპირებების გაღრმავებაზე და უამრავ დაგროვილ პრობლემებზე მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება პარტიის დღევანდელ მენეჯმენტს - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც თერჯოლის საკრებულოს ფრაქცია  ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს.

საკრებულოს თავმჯდომარე და ფრაქციის წევრები ლევან ხაბეიშვილის გადადგომას ითხოვენ:

"ლევან ხაბეიშვილმა უამრავი გაცემული დაპირებების ( ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დაპირება- მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლება) შესრულების ნაცვლად მოსვლის დღიდანვე დაიწყო ღვაწლმოსილი ადამიანების გაყრა და ,,ქართული ოცნების" ნარჩენებით პარტიის გავსება , რითაც   დაასუსტა, ნგრევისა და დაშლის ზღვარზე მიიყვანა პარტია.

იმისათვის, რომ პარტიაში და პარტიის ამომრჩევლებში არ იყოს უსამართლობის განცდა და გამოინახოს ერთმანეთთან მისასვლელი გზები , რათა ერთიანი ძალებით გავიდეთ ბრძოლის ველზე  ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ , მოვითხოვთ  ხაბეიშვილმა აიღოს პასუხისმგებლობა და გადადგეს. უახლოეს პერიოდში მოწვეულ იქნას ყრილობა,რომელიც აირჩევს მმართველ ორგანოს,რომელიც წარმართავს პარტიის საქმიანობას." ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

თერჯოლის საკრებულოს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"  თავმჯდომარე - კახა ბუცხრიკიძე და საკრებულოს ფრაქციის წევრები: 
რამინი რობაქიძე 
დავითი ცხადაძე
ნატალია ასათიანი
კობა კირკიტაძე 
თამუნა ახვლედიანი
მერაბ ბასილაძე
ფრიდონ გვენეტაძე

იხილეთ ასევე:






 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი