"თურქეთი შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირებას მომდევნო კვირებში აპირებს" | შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

გამოქვეყნდა:

"დროა, რატიფიცირება მოხდეს როგორც თურქეთის, ასევე, რა თქმა უნდა, უნგრეთის მიერ და ეს იყო საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ გაგზავნილი მკაფიო გზავნილი", - ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტობიას ბილსტრომმა ჟურნალისტებს განუცხადა.

თვეების განმავლობაში, თურქეთი და უნგრეთი შვედეთის NATO-ში წევრობის რატიფიკაციას უკვე თვეებია, 
აჭიანურებენ.

"ჩვენ გვაქვს ძალიან საშიში მომენტი ევროპისა და მსოფლიოსთვის - და NATO-სთვის, როგორც ორგანიზაციისთვის. უსაფრთხოების გაუარესების და ასევე უკრაინის ომის გამო, შვედეთის გაწევრიანება NATO-ში ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ბილსტრომმა NATO-ს მინისტრების შეხვედრაზე. 

მისი თქმით, თურქეთის მხრიდან შვედეთის გაწევრიანების რატიფიკაციას უახლოეს რამდენიმე კვირაში ელოდება. მისი განცხადებით, სტამბოლს ახალი პირობები არ წამოუყენებია და შეთანხმების ის ნაწილი, რაც შვედეთს ეხებოდა, შესრულებულია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი