"ქართული ოცნების" პოლიტიკური ნაბიჯები მორიგ ჯერზე კრემლის ქებას იმსახურებს. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატები ხაზგასმით და საგანგებო განცხადებით აღნიშნავენ ივანიშვილის გუნდის მხარდაჭერას. საუბარია რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე, რომელსაც არაერთი მოწოდების მიუხედავად, საქართველო არ შეუერთდა.
რუსეთის დსთ-ს კომიტეტის თავმჯდომარე, ლეონიდ კალაშნიკოვი "მთავარ არხთან" ამბობს, რომ "საქართველოს პატივისცემთ უყურებს, მის პოლიტიკასთან კი დადებითი დამოკიდებულება აქვს", თუმცა, "ოცნების" ქებასთან დაკავშირებულ კითხვას არ პასუხობს:
"ქართულ ოცნებასთან" კავშირი არ მაქვს, თუმცა, საქართველოს პატივისცემით ვუყურებ. ასევე პატივს ვცემ მის დღევანდელ პოლიტიკას, რომელიც საკმაოდ თავშეკავებულია. ამის მიუხედავად, მზად არ ვარ, შევაფასო "ქარუთლი ოცნება". არ ვაპირებ ამ თემის განხილვას. მე მოსკოვის სახელით ვერ ვილაპარაკებ. გარდა ამისა, რამე კარგი რომ ვთქვა, თქვენთან მათ ლანძღვას დაიწყებენ, ცუდი რომ ვთქვა, შეაქებენ, ასე რომ შეკითხვა იმას დაუსვით, ვინც "ქართულ ოცნებას" აქებს, - ამბობს კალაშნიკოვი.