მზადება ახალი ტერიტორიების მისატაცებლად | რუსები დღეს ხურვალეთში გამოჩნდნენ

გამოქვეყნდა:

მზადება ახალი ტერიტორიების მისატაცებლად. ხურვალეთში დღეს საოკუპაციო ძალები იყო მობილიზებული. ათზე მეტი შეიარაღებული პირი, მთის ფერდობზე უკანონო სამუშაოებს აწარმოებდა და ხელმძღვანელობისაგან იღებდა დავალებებს. მათ ადგილობრივების პროტესტმა და ანტისაოკუპაციო მოძრაობის დრონმა შეუშალა ხელი.

აეროგადაღების კამერის დანახვის შემდეგ სამხედროებმა ტერიტორია დატოვეს. მოსახლეობა შეშინებულია და უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას ითხოვს. ხელისუფლება კი ოკუპანტების მორიგ უკანონო ქმედებას ჩვეული დუმილით ხვდება. ხურვალეთი ის სოფელია, რომელიც მავთულხლართებმა ორ ნაწილად ჯერ კიდევ წლების წინ გაყო, თუმცა ოკუპანტები ამას არ სჯერდებინ და სოფელში დამატებითი ტერიტორიების ოკუპაციას გეგმავენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი