კადიროვის შვილი დროებით ოკუპირებული დონეცკის "საპატიო მოქალაქე" გახდა

გამოქვეყნდა:

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის შვილი, 15 წლის  ადამი ოკუპირებული დონეცკის "საპატიო მოქალაქე" გახდა. ქალაქის რეგიონული ლიდერის განცხადების თანახმად, ადამ კადიროვმა "დონეცკისა და გროზნოს ურთიერთობების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა".

"ადამ კადიროვმა „მნიშვნელოვანი პირადი წვლილი შეიტანა დონეცკსა და გროზნოს შორის კულტურული ურთიერთობების განვითარებასა და დონეცკის იმიჯის გაუმჯობესებაში“, - ნათქვამია ქალაქის რეგიონული ლიდერის ბრძანებაში. 

მანამდე, 10 ნოემბერს, კადიროვმა შვილი ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერის, ანუ თავისსავე უსაფრთხოების სამსახურში, მომარაგების განყოფილების უფროსად დაინიშნა.

27 ოქტომბერს კი 15 წლის ადამ კადიროვს ქვეყნის წინაშე დამსახურებებისთვის ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკის უმაღლესი ორდენი მიენიჭა. მედიის ცნობით, ერთი დღით ადრე მან თათრეთის რესპუბლიკის მნიშვნელობით მეორე უმაღლესი ჯილდოც აიღო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი