საელჩოს ირგვლივ მოკალათებული ჯგუფის მონაწილეობა არჩევნებში საკმარისად ითვლებოდა, ვინც დამოუკიდებლად მუშაობს, მათზე გავლენა რთულია | ზურაბიშვილი ემიგრანტებზე

გამოქვეყნდა:

როგორ უნდა ჩატარდეს 2024 წლის არჩევნები ისე, რომ ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ხმები არ დაიკარგოს და მათი პოზიცია გათვალისწინებული იყოს? ამ თემაზე განცხადებები საქართველოს პრეზიდენტმა მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის ღონისძიებაზე გააკეთა, რომელიც სწორედ ევროინტეგრაციის პროცესსა და  მომავალ არჩევნებს ეძღვნებოდა. 

ზურაბიშვილის თქმით, ქართული ოცნების ხელისუფლებას არ აქვს ნება, რომ კენჭისყრის დღეს მაქსიმალურად მოიცვას ემიგრაციაში მცხოვრები ადამიანები და მათ არჩევნებში მონაწილეობის შანსი მისცეს. 

"მილიონი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს დღეს საზღვრებს გარეთ. ძალიან ბევრი მათ შორის არალეგალია და არაფერი არ კეთდება და სხვათა შორის, არცერთი ხელისუფლება აქამდე არ დაინტერესდა იმითი, რომ ეს რიცხოვნობა ჩვენი თანამემამულეების, რომელთა მონაწილეობაც არჩევნებში მათი უფლებაა, გაიზარდოს. რატომ? იმიტომ, რომ ყველას ჰქონდა ინტერესი იმისი რომ ის პატარა ჯგუფი, რომელიც საელჩოს ირგვლივ კარგადაა მოკალათებული, მათი მონაწილეობა არჩევნებში ითვლებოდა როგორც სრულიად საკმარისი და რატომ ავიტკიოთ თავი და დავიწყოთ კამანია საზღვარგარეთ, რომელიც ბევრად რთული იქნებოდა. ერთი რამეა ძალიან ნიშანდობლივი რომ ის ადამიანები, რომლებიც გარეთ ცხოვრობენ და დამოუკიდებლად მოღვაწეობენ, მათზე პოლიტიკური გავლენების მოპოვება, თუ არა რაღაცა წარდგენილი წინადადებებით, არის ბევრად უფრო რთული. ანუ, ამათ ვერ იჭერ შენი ადგილით, ხელფასით, გავლენით, შვილებით, მეუღლეებით და ა.შ." ამბობს პრეზიდენტი.

მისივე თქმით, არ შეიძლება საარჩევნო ცენტრი მხოლოდ საელჩოებში იყოს, მითუმეტეს დიდ ქვეყნებში და საარჩევნო უბნები სხვადასხვა ადგილებშიც უნდა გაიხსნას. როგორც ზურაბიშვილი ამბობს, ამისთვის რამდენიმე პარტნიორი ქვეყანა მზადაა.

ღონისძიებას დღეს "ქართული ოცნებიდან" არავინ დასწრებია. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი