2023 წლის ოქტომბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მშპ-ის ზრდამ 6,2% შეადგინა - საქსტატი

გამოქვეყნდა:

წინასწარი შეფასებით, 2023 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6,2%, ხოლო პირველი ათი თვის საშუალო მაჩვენებელმა კი, 6,9% შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. 

საქსტატის ცნობით, 2023 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი, ტრანსპორტი და დასაწყობება. 

კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობისა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობის სფეროში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი