"ერთი ფარატინა ქაღალდი მაინც გამოგზავნოს" | სამუშია ზურაბიშვილს პასუხობს

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტ ზურაბიშვილის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით, რომ თსუ-ს რექტორი კამპანიას "ჩვენი ხმა ევროპას" აფერხებს, ჯაბა სამუშია "ინტერპრესნიუსთან" პასუხობს და ამბობს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას თსუ-სთვის ოფიციალურად არ მიუმართავს:

„არანაირი ოფიციალური წერილიც კი არ არის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ჩვენთან შემოსული. ვიღაცას ხომ უნდა გაეკეთებინა ამის ორგანიზება. მე იმის თქმა მინდა, რომ თუ ეს იყო პრეზიდენტის იმ ინიციატივის გაგრძელება, რასაც ის ახორციელებს ორბელიანების სასახლეში, მაშინ ხომ წესია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ავტონომიის მქონე უნივერსიტეტს ერთი ფარატინა ქაღალდი მაინც გამოუგზავნოს, რომ ამაში მხარდაჭერა გამოგვიცხადეთ? ხომ არის წესი და რიგი? ერთი ფურცელი არ არის შემოსული! ცოტა სხვა პროვოკაციის თემაა იმიტომ, რომ მე ვერ ვხდები, რას ნიშნავს ეს. ერთი თხოვნის ფურცელი და მომართვა არ არის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ჩვენთან შემოსული." ამბობს სამუშია.

თსუ-ს პირველ კორპუსთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი ხელმოწერების შეგროვება გრძელდება. მიმართვას, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები ევროპელ ლიდერებს მოუწოდებენ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ, ხელს აწერენ სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი