არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად დიპლომატებთან შეხვედრებს აგრძელებენ. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დღეს საფრანგეთისა და გერმანიის ელჩებს შეხვდნენ და მათ მიერ მომზადებული ერთობლივი მიმართავ გადასცეს, სადაც არასამთავრობოები ევროპელ ლიდერებს მოუწოდებენ, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირონ. მსგავსი შეხვედრები ევროკავშირის წვერი სახელმწიფოების ყველა ელჩთან გაიმართება.