ქვეყანა ევროკომისიის გადაწყვეტილების მოლოდინში | მესამე სექტორი 9 დეკემბერს სახალხო მარშს გეგმავს

გამოქვეყნდა:

"ოცნების" ხელისუფლება ევროკავშირის სტატუსს გრანდიოზული სახალხო ზეიმით აღნიშნავს, თუმცა როგორ გეგმავს სავალდებულო 9 დათქმის შესრულებას, ამ დრომდე გაურკვეველია. მთავრობა არ ჩქარობს სამოქმედო გეგმის გასაჯაროებას, რომელიც ზედმიწევნით უნდა პასუხობდეს ევროკომისიის მოთხოვნებს და სავალდებულოა ევროკავშირთან მოლაპარაკებების დასაწყებად.

ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი ორბანის შანტაჟის მიუხედავად ოპტიმისტურად უყრებს 15 დეკემბრის მნიშვნელოვან შეკრებას სადაც საქართველოს ევროპული მომავლის ბედი გადაწყდება. პარალელურად საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციის აქტიურ ფაზაშია სამოქალაქო საზოგადოება. არასამთავრობო ორგანიზაციები კიდევ ერთხელ მიმართავენ დილომატიურ წარმომადგენლობებს საქართველოსთვის მხხარდაჭერის გამოსაცხადებლად. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი