IDF-ის ცნობით, გასულ დღეს გათავისუფლდა 8 მძევალი და 30 პატიმარი

გამოქვეყნდა:

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) დაადასტურეს, რომ "ჰამასმა" 6 ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა და წითელ ჯვარს გადასაცა. ისინი უკვე ისრაელის ტერიტორიაზე იმყოფებიან. მანამდე კი ტერორისტულმა დაჯგუფებამ კიდევ 2 მძევალი გაათავისუფლა.

სანაცვლოდ, ისრაელის ციხეებიდან დამატებით 30 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლეს.

ისრაელსა და "ჰამასს" შორის დროებითი ჰუმანიტარული ზავი 24 ნოემბერს დაიწყო და 7 დღის განმავლობაში გაგრძელდა. შეთანხმების მიხედვით, გათავისუფლებულია 110 მძევალი, სანაცვლოდ კი ისრაელის ციხეებიდან 240 პალესტინელი პატიმარი გაუშვეს.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. მასზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

თავდასხმის შედეგად ისრაელში 1 200-მდე ადამიანი დაიღუპა, 240-მდე პირი კი "ჰამასმა" მძევლად აიყვანა. ტერორისტული დაჯგუფების მიერ კონტროლირებადი პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების მიხედვით კი, ღაზაში 14 800-ზე მეტი ადამიანია დაღუპული. მათ შორის, დაახლოებით 6 000 ბავშვი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი