სიცივეში ვდგავართ და ადამიანს უნარი არ აღმოაჩნდა ჩვენთან შეხვედრის | განათლების სამინისტროსთან პედაგოგების პროტესტი გრძელდება

გამოქვეყნდა:

მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნით მასწავლებლები განათლების სამინისტროსთან ღამეს ათენებენ. ისინი ამბობენ, რომ პროტესტი არ შეწყდება. მასწავლებლები ხელფასის ზრდასა და დირექტორის გარეშე დარჩენილ სკოლებში ახალი ხელმძღვანელების დანიშვნას ითხოვენ. 

პედაგოგები არ გამორიცხავენ პროტესტის უკიდურეს ფორმაზე გადავიდნენ და შიმშილობა დაიწყონ.

"ჩატარდა დირექტორობის კონკურსი და რამდენიმე ეტაპად წარიმართა, მეორე ეტაპზე დაბლოკეს გარკვეული ნაწილი ადამიანებისა, მესამე ეტაპზე უკვე შერჩეული სერტიფიცირებულები დაბლოკეს. ვითხოვთ, პასუხს განათლების მინისტრისგან. სიცივეში, ყინვაში, რომელი საათია, ვდგავართ და ადამიანს უნარი არ აღმოაჩნდა ჩვენთან შეხვედრის. ფორმასაც შევცვლით პროტესტის ორშაბათიდან, უკიდურეს ფორმაზე გადასვლასაც ვაპირებთ, ვნახოთ როგორი იქნება ეს უკიდურესი ფორმა და თუ ვინმეს აქ სიცოცხლის საფრთხე შეექმნება, მაგაზეც ესენი იქნებიან პასუხისმგებლები", - ამბობს მასწავლებელი, დავით ფერაძე, რომელიც დირექტორობის კანდიდატიც იყო. 

დირექტორობის კონკურსის მონაწილე, მასწავლებელი მაია ეკალაძე ამბობს, რომ ყოფილი კომისიის წევრები პირდაპირ აღიარებენ, რომ ჰქონდათ სია და ამ სიის მიხედვით ამბობდნენ კი-ს ან არა-ს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი