ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზის სექტორში ბრძოლა განახლდა

გამოქვეყნდა:

ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ განაახლეს ბრძოლა "ჰამასის" წინააღმდეგ ღაზაში. უწყების ცნობით, მისი მოიერიშე თვითმფრინავები ღაზაში მდებარე "ჰამასის ტერორისტულ ობიექტებს" უტევენ.

სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რამდენიმე რაკეტა იქნა გაშვებული.

"ჰამასმა დაარღვია ოპერატიული პაუზა და გარდა ამისა, ისროდა ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით", - ნათქვამია IDF-ის განცხადებაში.

განცხადება ცეცხლის შეწყვეტის ვადის ამოწურვიდან დაახლოებით 30 წუთის შემდეგ გაკეთდა.

შუამავლების კატარისა და ეგვიპტის მხრიდან ჯერ კიდევ არ გაკეთებულა განცხადება, თუ რატომ არ იყო მოლაპარაკებები ზავის შემდგომი გახანგრძლივების შესახებ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი