სავარაუდო კორუფციული დარღვევები | ქუთაისში კაფე-ბარ "სავანეს" მესაკუთრემ პროკურატურას მიმართა

გამოქვეყნდა:

ქუთაისში კაფე-ბარ "სავანეს" მესაკუთრემ, გიორგი ტურაბელიძემ პროკურატურას მიმართა. დაზარალებულმა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეგიონული საბჭოს თავმჯდომარე თემურ ცამციშვილმა, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურას განცხადებით მიმართეს.

ისინი მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ სავარაუდო კორუფციული დარღვევებით გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვენ.

ოპოზიციის წარმომადგენლები დარწმუნებული არიან, რომ პროკურატურა საქმეს არ აღძრავს და  თაროზე შემოდებს. 

კაფე "სავანე" ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში მდებარეობს. სასამართლომ მისი დანგრევის გადაწყვეტილება გამოიტანა ისე, რომ შენობა იუსტიციის სახლის საბუთებში არ არსებობს. კაფეს მეპატრონეები ქუთაისის მარიას საკუთრების წართმევაში ადანაშაულებენ.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი