რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეჟიმების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე. უწყება ამბობს, რომ შეხვედრა 30 ნოემბერს გაიმართა და მას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - მიხაილ გალუზინი, აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ირაკლი ტუჟბასა და ცინვალის ე.წ. პრეზიდენტის მრჩეველი - კონსტანტინ კოჩიევი.
რუსეთის საგარეო ამბობს, რომ აქცენტი გაკეთდა "აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე". კრემლი "პროვოკაციებზე" საუბრობს და ხაზს უსვამს ე.წ. საზღვრების დელიმიტაციის პროცესისი დაწყების აუცილებლობას.
"სასაზღვრო ზონაში ბოლოდროინდელი პროვოკაციების გათვალისწინებით, ხაზი გაესვა სოხუმთან და ცხინვალთან მიმართებაში თბილისის მიერ ძალის გამოუყენებლობის იურიდიულად სავალდებულო გარანტიების სწრაფ შემუშავების აუცილებლობას. ასევე ქართულ-აფხაზური და ქართულ-სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყება მათი შემდგომი დემარკირებით", - წერია განცხადებაში.