უკრაინის სახალხო დამცველი საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შესვლას ითხოვს. უკრაინის რადას წარმომადგენელი სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებში, ოლენა კოლობროდოვა ამბობს, რომ არაერთი მიმართვის მიუხედავად ხელისუფლებისგან თანხმობა ვერ მიიღეს.
"უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სახალხო დამცველის მონიტორინგი გრძელდება. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ მოგვენახულებინა კლინიკაში და გავცნობოდით მის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ამაში ჩართულია მესამე სექტორიც და ქართული დიასპორა უკრაინაში, თუმცა სამწუხაროდ, ამ დრომდე საქართველოს ხელისუფლების თანხმობა არ არსებობს და შესაბამისად, მისი მონახულების შესაძლებლობა არ გვეძლევა", - თქვა უკრაინის რადას სახალხო დამცველის კომიტეტის წარმომადგენელმა.
საპასუხო განცხადება ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ჯერ არ გაკეთებულა.