პარლამენტში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარე, თინა ბოკუჩვა, თბილისის საკრებულოში პარტიის წევრების განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ გამუდმებით ახალ ფორმატებსა თუ არჩევნებზე საუბარი, არასერიზულია.
"ვთვლი, რომ ეს თემა ჩემთვის ამოწურულია. სრულიად არასერიოზულია გამუდმებით ახალ კონფიგურაციებზე, არჩევნებზე, ფორმატებზე საუბარი მაშინ, როდესაც მთავარი ოპოზიციური პარტია უნდა მოემზადოს გენერალური, გეოპოლიტიკური არჩევნებისთვის 2024 წელს...
[ჟურნალისტი: მოქმედ მენეჯმენტს მიუღებლობა აქვს დღეს განსხვავებული აზრის? ამაზე საუბრობენ ნიკა მელიას მხარდამჭერები.]
11 წელია ამ პარტიაში ვარ. იმ დღიდან, როდესაც "ერთიან ნაციონალური მოძრაობა" გადავიდა ოპოზიციაში. თითოეული ადამიანის პოზიცია არის ძალიან მნიშვნელოვანი... მეც ვყოფილვარ ისეთ მდგომარეობაში, როდესაც თუნდაც 100-კაციან და მეტი, 120-კაციან პოლიტსაბჭოში მქონია განსხვავებული აზრი მხოლოდ მე, ასეთი სიტუაციაც ყოფილა. საკმაოდ, ჩემთვის და, ვფიქრობ, პარტიისთვის და მეტიც, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მაგრამ არ გაუზიარებია ეს პარტიას. უმრავლესობით მიღებულა გადაწყვეტილებები. მე დამიფიქსირებია აღნიშნულზე ჩემი საჯარო განსხვავებული პოზიცია, მაგრამ შემდეგ გამიგრძელებია ბრძოლა კვლავ ენმ-სთან ერთად", - ამბობს ბოკუჩავა.
შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის საკრებულოს ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა განცხადება გაავრცელეს. ისინი ითხოვენ, რომ პარტიის მენეჯმენტმა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა; "გადამწყვეტ არჩევნებამდე" გაუქმდეს თავმჯდომარის პოზიცია და პარიტეტულ საწყისებზე შეიქმნას დროებითი მმართველი ორგანო.
განცხადებას პარტიის 12 წევრიდან 6 უერთდება.
ასევე ნახეთ: