"საგამოცდო პერიოდია, სტუდენტები არ დადიან" | ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პრეზიდენტს საჯარო ლექციის ჩატარებაზე უარი უთხრეს

გამოქვეყნდა:

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ადასტურებს, რომ საქართველოს პრეზიდენტს საჯარო ლექციის ჩატარებაზე უარი უთხრეს. შალვა კირთაძე ფაქტს საგამოცდო პერიოდით ხსნის:

"ჩვენგან მიწოდებულია ესეთი ინფორმაცია, რომ ამ პერიოდში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტარდება საგამოცდო პერიოდი, ლექციები არ არის, სტუდენტები არ დადიან და ეს ბავშვები მოდიან მხოლოდ გამოცდებზე და უკანვე მიდიან სამეცადინოდ სახლში და აქედან გამომდინარე, არ არის სასურველი პერიოდი იმისთვის, რომ ჩატარდეს ესეთი ღონისძიება. " თქვა კირთაძემ.

"მთავარის" იმერეთის ბიუროს კორესპონდენტის კითხვაზე, რა პასუხი ექნებოდა უნივერსიტეტს იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი მოთხოვნით პრემიერი მიმართავდა, რექტორი ამტკიცებს, რომ იგივე. 

რექტორისგან განსხვავებით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები "მთავარ არხთან" საუბარში ამბობენ, რომ სიამოვნებით დაესწრებოდნენ და მოისმენდნენ პრეზიდენტის ლექციას ისეთ მნიშვნელოვან თემაზე, როგორიც ქვეყნის ევროპული მომავალია.

შეგახსენებთ, ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილს თსუ-ს, ქუთაისისა და ზუგდიდის უნივერსიტეტებმა ევროინტეგრაციის თემაზე საჯარო ლექციის ჩატარებაზე უარი უთხრეს გუშინ, "დღის სტუმრის" ეთერში გახდა ცნობილი. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი