საქართველოში 2023 წელს აივ-ინფიცირების  560 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გამოქვეყნდა:

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფორმაციით,  საქართველოში 2023 წელს აივ-ინფიცირების  560 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

საერთო ჯამში, 2023 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით, ცენტრში რეგისტრირებულია ინფიცირების 10 338 შემთხვევა, საიდანაც  7 736 -კაცია,  2 602 კი ქალი.  

ცენტრის ინფორმაციით, შიდსი განუვითარდა 4985 პაციენტს, 2185 გარდაიცვალა.

 პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა.

დღეს, 1-ელ დეკემბერს შიდსის მსოფლიო დღეა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი