ე.წ. საზღვრის "დელიმიტაცია-დემარკაცია" | რუსეთის მორიგი პროვოკაცია და საფრთხე საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებლებისთვის

გამოქვეყნდა:

რუსეთის მიერ საქართველოში დამატებითი ტერიტორიების ოკუპაცია სულ უფრო რეალური ხდება - აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში არარსებული საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციაზე მოსკოვი ღიად ალაპარაკდა.  

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო წარმომადგენლებს უმასპინძლეს, აუდიენციის დასრულების შემდეგ კი ლავროვის უწყებამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ე.წ. საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაცია აფხაზეთსა სამხრეთ ოსეთში გრძელვადიან უსაფრთხოებას ისახავს მიზნად. 

საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანები "მთავარ არხთან" საუბარში არ გამორიცხავენ, რომ მათი სოფლის მიწებიც აღმოჩნდეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

"ჩემს შიშს უკვე სძლია ბრაზმა. ბრაზი უფრო მახრჩობს და მაწუხებს, ვიდრე შიში. თამაზ გინტურის ტრაგედიის შემდეგ მე ცოტა თავი შევიკავე და როგორც ადრე ვკიოდი და გავძახოდი და ახლოს მივდიოდი, უკვე მართლა სათოფეზე ვეღარ ვეკარები. იმიტომ, რომ აბსოლუტურად თავისუფლად შეუძლია გაისროლოს და მომკლას. მათი მიზანი არის, ჩემი აზრით, რომ საერთოდ მოახდინონ ოკუპაცია ამ ტერიტორიების - გორის რაიონის, ქართლის. 7 კილომეტრში ხომ ვდგავართ ახლა ჩვენ ავტობანიდან, აი, თავისუფლად შეიძლება ამ ქედით გავიდნენ და ავტობანთან დადგნენ," - ამბობს ლუდა სალია, ხურვალეთის მკვიდრი.

ნიქოზში მცხოვრები პაატა დევიძე კი აღნიშნავს, რომ მოსახლეობას აქვს განცდა, რომ ისინი არავის აინტერესებს, რადგან ხელისუფლება რუსულ მხარესაა.

"როცა შენი ხელისუფლება არის პირდაპირ რუსულ მხარეს, მხარს უჭერს, აქ, თვითონ მოსახლეობას გვიჩნდება განცდა, რომ ჩვენ უკვე აღარავის აღარ ვაინტერესებთ. რაც მალე დაიცლება ეს ტერიტორიები და რაც მალე შეეძლებათ ოკუპანტებს, რომ გადმოიწიონ ყოველდღე, ნაბიჯებით ჩვენს ტერიტორიაზე, ალბათ, ეს აწყობთ. როდესაც შენს ხელისუფლებას არ აინტერესებს აქ მცხოვრები ადამიანები, ნუ, საფრთხე კი არა, ყოველი ღამე და ყოველ დღე, ღმერთის ანაბარა არიან დარჩენილები იქ მცხოვრები ადამიანები," - ამბობს დევიძე. 

ასევე ნახეთ: 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი