სახდეპი: 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები არ დასჯილან

გამოქვეყნდა:

5 ივლისის მოვლენები და ამ დრომდე დაუსჯელი მოძალადეები - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ 2022 წლის ანგარიშში სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოს მიერ ტერორიზმის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებია განხილული. დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ რომ 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებულ ულტრამემარჯვენე ორგანიზატორებს, მათ შორის არც ალტ-ინფოს 2022 წელს  სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაკისრებია.

"2021 წლის 5 ივლისს თბილისი პრაიდის ღონისძიებასა და 2021 წლის 6 ივლისს, 5 ივლისის ძალადობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე ძალადობრივად თავს ათეულობით ჟურნალისტსა და აქტივისტს დაესხნენ. ალტ-ინფოს მომიტინგეებმა ღონისძიების დროს სხვა ადგილას დემონსტრაციები მოაწყვეს. 2021 წლის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით არცერთ ჯგუფის ლიდერს ან ორგანიზატორს, მათ შრის, არც ალტ-ინფოს და ძალადობრივ ექსტრემიზმთან დაკავშირებულ ულტრამემარჯვენე ქსელებს, არ დაკისრებიათ სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ალტ-ინფომ და მისმა პოლიტიკურმა პარტიამ "კონსერვატიულმა მოძრაობამ" ქვეყნის მასშტაბით საქმიანობა კიდევ უფრო გააფართოვეს"- ვკითხულობთ სახდეპის ანგარიშში.

ცნობისთვის, დღეს სწორედ 5 ივლისის ძალადობის მსხვერპლის, ლექსო ლაშქარავას დაბადების დღეა. ის 40 წლის გახდებოდა. მისი გარდაცვალებიდან უკვე ორი წელია გასული, თუმცა უფლებადამცველები გამოძიების არაეფექტურობაზე საუბრობენ და ამბობენ რომ ამ დრომდე ძალადობის ორგანიზატორები დაუსჯელები არიან. "ტვ პირველის" ოპერატორი ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიასთან ერთად პრორუსული დაჯგუფების სამიზნე 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გახდა. მირანდას და ლექსოს თავს ძალადობრივი დაჯგუფების 10 -მდე წევრი დაესხა, რა დროსაც ლაშქარავას სასტიკად სცემეს. მიყენებული დაქანებების გამო ლექსოს ოპერაცია დასჭირდა, რამდენიმე დღეში კი სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
 

იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი