ყოფილი ცოლის დაჭრასა და მისი ქმრის მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

გამოქვეყნდა:

თელავის რაიონულმა სასამართლომ სოფელ ქეშალოში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ხეირ ხაბაროვს პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა. დაცვის მხარე კი ბრალდებულისთვის აღკვეთის სახით გირაოს ითხოვდა. ადვოკატის თქმით, გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ. თავად ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.

46 წლის კაცს სახელმწიფო ბრალდება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას, მკვლელობის მცდელობასა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა- ტარებას ედავება. 

შეგახსენებთ, რომ ხაბაროვმა ჯერ ყოფილი ცოლი დაჭრა, ქალის ამჟამინდელი მეუღლე, იაშარ ჯაფაროვი კი მისივე სახლში მოკლა.

ავტორი: ია გულიაშვილი

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი