გერმანული Rheinmetall-ი უკრაინაში პირველი ჯავშანტექნიკის წარმოებას 2024 წელს გეგმავს

გამოქვეყნდა:

გერმანული იარაღის მწარმოებელი კომპანია  Rheinmetall-ი 2024 წელს უკრაინაში ჯავშანტექნიკის წარმოების დაწყებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კომპანიას სურს, მომავალი წლის დასაწყისიდან, უკრაინაში Fuchs-ისა და Lynx-ის ჯავშანტექნიკის აწარმოოს. 

„კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, ჩვენ გვსურს, რომ პირველი Fuchs-ი 6-7 თვეში, ხოლო პირველი Lynx-ი 12-13 თვეში დავასრულოთ“, - განაცხადა გერმანული კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, არმინ პაპერგერმა.

უკრაინის ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ დასავლურ მწარმოებლებთან თანამშრომლობა ხელს შეუწყობს იარაღის შიდა ინდუსტრიის აღორძინებას.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი