კორპუსი ტვერელის ეკლესიასთან | რატომ არ გაითვალისწინა კალაძემ პატრიარქის თხოვნა

გამოქვეყნდა:

მთაწმინდაზე ტვერელის ეკლესიის ხედი ,,ქართული ოცნების'' შემწირველებმა დაჩრდილეს. ტაძრის წინ ორი სამსართულიანი ტერასული სახლის ნაცვლად მრავალსართულიანი კორპუსი ააშენეს. ამის გამო მშენებლობის შეჩერება სთხოვა პატრიარქმა თბილისის მერს და წერილი პირადად კალაძეს მიწერა. პროცესის შეჩერებას ითხოვს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოც. სამსართულიანის ნაცვლად მრავალსართული საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას აპროტესტებენ ადგილობრივებიც, რომლებიც თავის დროზე დათანხმდნენ მათი სახლების ადგილას ორი ტერასული კორპუსის აშენებას. სახლის მშენებლობის დასრულების თარიღი, რამდენჯერმე გადავადდა, გაიზარდა მასშტაბიც, სართულების რაოდენობაც და მერიამ საბოლოოდ ის პროექტი დაუმტკიცა კომპანია ,,ემ-კა დეველოპმენტს'' რომელიც დიდი ალბათობით თავიდანვე ჰქონდა ჩაფიქრებული მიხეილ კუჭავას. აქ საინტერესოა რამდენიმე გარემოება. კორპუსის მშენებლობის ნებართვისთვის მიხეილ კუჭავამ მერიას ჯერ კიდევ 2017 წელს მიმართა, მაგრამ მრავალსართულიანი კორპუსის აშენებაზე უარი უთხრეს. ყველაფერი კი მას შემდეგ შეიცვალა და საქმეც გაუმარტივდა რაც დედაქალაქის მერი კახა კალაძე გახდა, მისი მოადგილე კი ირაკლი ბენდელიანი. კითხვებს აჩენს ის ფაქტიც, რომ ,,ემ-კა დეველოპმენტის'' თითქმის ყველა კორპუსში ბინები აქვთ ბენდელიანის ოჯახის წევრებს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი