შოვი 4 თვის შემდეგ | ჟურნალისტური გამოძიება 10 მილიონიან ტენდერზე

გამოქვეყნდა:

შეიძლებოდა თუ არა შოვში ტრაგედიის მასშტაბის შემცირება? გამომძიებელი ჟურნალისტები იმ ათმილიონიანი ტენდერით დაინტერესდნენ, რომელიც მდინარე ბუბას ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის ჩატარდა.

ირკვევა, რომ პრიორიტეტი რატომღაც ,,სანსეტ შოვის'' მიმდებარე ტერიტორია იყო, ყველაზე რთულ მონაკვეთზე კი ნაპირსამაგრი ჯებირები არ გაკეთდა. არა და ეს ის ადგილია, სადაც წლების წინ რამდენჯერმე გადმოვიდა კალაპოტიდან ადიდებული მდინარე და საჭირო გახდა შოვის კოტეჯების დამსვენებლების ევაკუაცია. 2023-ში კი სტიქია უამრავი ოჯახისთვის ტრაგიკულად დასრულდა.

ნაპირსამაგრი სამუშაოები ,,ბიბი ტრანსს''- უნდა ჩაეტარებინა, მაგრამ არ გაკეთდა, შოვის ტრაგედიის გამოძიების მასალებში კი ეს კომპანია საერთოდ არ არის მოხსენიებული. მისი მფლობელი ვანის საკრებულოს დეპუტატი და ,,ქართული ოცნების'' შემწირველია. ,,ბიბი ტრანსის'' საქმიანობა სპეციალისტების შეფასებით კორუფციის ნიშნებს შეიცავს და ფიქრობენ, რომ გამოძიება უნდა დაინტერესდეს, თუმცა ,,ქართული ოცნების'' შემწირველობა და მხარდაჭერა, ხშირად სასჯელისგან თავის არიდების მთავარი ბარათია.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი