ჩრდილოეთ პაკისტანში შეიარაღებული პირები ავტობუსს დაესხნენ თავს და 8 ადამიანი მოკლეს

გამოქვეყნდა:

ჩრდილოეთ პაკისტანში, ქალაქ ჩილასთან, ავტობუსს შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს. თავდასხმის შედეგად 8 მგზავრი დაიღუპა და 20-მდე დაშავდა. 

რეგიონული მთავრობის სპიკერმა მუჰამედ ალი ჯოჰარმა განაცხადა, რომ ბოევიკებმა ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს, დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია, სროლის მოტივი უცნობია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი