დმანისში არასრულწლოვანმა 65 წლის კაცი დაჭრა

გამოქვეყნდა:

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ოროზმანში 17 წლის არასრულწლოვანმა 65 წლის თანასოფლელი კაცი ცივი იარაღით დაჭრა. კაცს ჭრილობები მუცლისა და კისრის არეში აღენიშნება. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ კონფლიქტი უძღოდა

დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ის კლინიკიდან უკვე გაწერეს. არასრულწლოვანი კი სამართალდამცველებმა დაკავებიდან მალევე გაათავისუფლეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

დაზარალებულის ოჯახი და ადგილობრივები "მთავარ არხთან" მომხდარის დეტალებს იხსენებენ და რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ. ერთ-ერთი ვერსიით, 17 წლის ბიჭს დაჭრილის გოგონა უყვარდა, თუმცა მამა წინააღმდეგი იყო.

"ცოტა ნერვიული ახალგაზრდაა. ყველასთან ჩხუბი მოსდის. ამ კაცთან რატომ იჩხუბა არ ვიცი. რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ. ერთი ისაა, რომ ამ ბიჭს გოგო უყვარდა და მამა წინააღმდეგი იყო. თითქოს ამის გამო გაბრაზდა და კაცს თავს დაესხა. როგორც ვიცი, ჯერ დააკავეს და მერე გაუშვეს ბიჭი. სხვა არაფერი არ ვიცი," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

დაჭრილის ნათესავი კი აცხადებს, რომ ეს ამბავი გოგონას არ უკავშირდებოდა და მათ სულ უთანხმოება ჰქონდათ.

  

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი