გლდანის მერვე პენიტენციური დაწესებულების უფროსი, ნოდარ ქინქლაძე, თანამდებობიდან გაათავისუფლეს და გურიაში, ლაითურის ციხეში, გადაიყვანეს. ფაქტი "შაბათის მთავარის" ანონსის ეთერში გასვლამდე რამდენიმე საათით ადრე მოხდა. ჩვენს ერთ-ერთ რეპორტაჟში საუბარი ციხეში კრიმინალური ავტორიტეტების გავლენების ზრდას შეეხებოდა. "შაბათის მთავარს" წყარო უყვებოდა, თუ როგორ თანამშრომლობენ ე.წ. კრიმინალური სუბ-კულტურის წევრები და ციხის ადმინისტრაცია ერთმანეთთან.
ქინქლაძის გათავისუფლების გადაწყვეტილება "შაბათის მთავარის" ანონსის ეთერში გასვლის შემდეგ რომ მიიღეს, ამას ადვოკატი გიორგი ბარდაველიძეც აღნიშნავს:
"რამდენადაც ჩემთვის ცნობილია გუშინ, ვიდრე სიუჟეტი გავიდოდა ეთერში, აქამდე ჭორის სახით იყო ეს და გუშინ უამრავმა ადამიანმა დამიდასტურა, რომ ბატონი ნოდარ ქინქლაძე გაათავისუფლეს თანამდებობიდან," - ამბობს ბარდაველიძე.
პენიტენციური კი "მთავარ არხთან" აცხადებს, რომ ქინქლაძის გათავისუფლება როტაციის პრინციპს უკავშირდება.
"შაბათის მთავარის" რეპორტაჟი იხილეთ ბმულზე: