ყაჩაღობა აბაშაში | სამი შეიარაღებული პირი ცოლ-ქმარს მიკროავტობუსში აუვარდა და ტელეფონი წაართვა

გამოქვეყნდა:

ყაჩაღობა სამეგრელოში - აბაშის ბაზარში ყველის გასაყიდად საკუთარი მიკროავტობუსით მიმავალ ცოლ-ქმარს გზად შეიარაღებული პირები დახვდნენ. ნიღბიანები ტრანსპორტში ავიდნენ და შუახნის მგზავრებს ტელეფონი 
წაართვეს. ამის შემდეგ, იარაღის მუქარით თავი ტყეში შეაყვანინეს და მიკროავტობუსში ხელ-ფეხშეკრულები დატოვეს. მოგვიანებით, კაცმა მიკროავტობუსიდან გადმოსვლა და გზაზედახმარების სათხოვნელად გასვლა შეძლო.

ამ დროისთვის ცოლ-ქმარი პოლიციის განყოფილებაში იმყოფება და სამართალდამცველებს ჩვენებას აძლევს. საქმეზე დაკავებული ამ დროისთვის არავინაა - აბაშის სოფლებში, ასვეე მარტვილის, ჩხოროწყუსა და სენაკის გზებზე მათი სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. 

მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.

ავტორი: ემა გოგოხია

არა რუსულ კანონს! | მთავარი არხის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი