ლიბანის მხრიდან განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ისრაელის ჯარისკაცები დაშავდნენ | პასუხისმგებლობა "ჰეზბოლამ" აიღო

გამოქვეყნდა:

ლიბანის მხრიდან განხორციელებული თავდასხმის შედეგად ისრაელის თავდაცვის ძალების რამდენიმე ჯარისკაცი დაშავდა, - ინფორმაციას თავდაცვის ძალები ავრცელებს. 

IDF-ის ინფორმაციით, ჯარისკაცები ჯავშანტრანსპორტიორში ისხდნენ, რა დროსაც მანქანას ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა მოხვდა. 

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია "ჰეზბოლამ" აიღო.

IDF-ის განცხადებით, ისინი ადგილს, საიდანაც "ჰეზბოლას" წევრებმა ცეცხლი გახსნეს, არტილერიის დახმარებით ბომბავენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი