ინდონეზიაში, მერაპის მთაზე, აქტიური ვულკანი ამოიფრქვა

გამოქვეყნდა:

ინდონეზიაში, მერაპის მთაზე, აქტიური ვულკანი ამოიფრქვა. არსებული ინფორმაციით, ვულკანის ამოფრქვევა ისევ გრძელდება.

"დაფიქსირდა ნაცრისფერი ფერფლის მძლავრი სვეტი, რომელიც აღმოსავლეთისკენ იყო გადახრილი. ამოფრქვევა ჯერ კიდევ გრძელდება", - ამბობს ინდონეზიური ვულკანოლოგიისა და გეოლოგიური რისკის შემცირების ცენტრის ხელმძღვანელის ჰენდრა გუნავანი.

ცნობისთვის, ვულკანის სიმაღლე 2 891 მეტრია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი