პუტინის პროპაგანდისტი სიმონიანი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და USAID-ი ლანძღა

გამოქვეყნდა:

პუტინის პროპაგანდისტი, ტელეარხის RT-ის მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და სტუდენტებს შეხვდა.

სიმონიანმა გააკრიტიკა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები, კერძოდ, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID. 

"ასეთი ორგანიზაციები, ეწევიან თავიანთ პოლიტიკასა და ღირებულებებს, ცვლიან ქვეყნების კულტურულ კოდს, ართმევენ მათ დამოუკიდებლობას" - თქვა კრემლის რუპორმა და  აფხაზეთის "ხელმძღვანელობას" უსურვა „სიბრძნე, გამბედაობა და ძალა მათთან უკომპრომისოდ საბრძოლველად“.

მანამდე USAID არაერთხელ გააკრიტიკა აფხაზეთის "საგარეო საქმეთა მინისტრმა" ინალ არძინბამაც და თქვა, რომ "კარს დაუკეტავენ ისეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც აფხაზეთს ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევენ."

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი