ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში იმყოფება. როგორც სააგენტო "ბელტა" წერს, ის უკვე შეხვდა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს და განაცხადა, რომ "ბელარუსი იყო, არის და იქნება ჩინეთის საიმედო პარტნიორი."
"ურთიერთობების დონის ისტორიულმა ზრდამ ძლიერი ბიძგი მისცა ტრადიციული მიმართულებების გაღრმავებას, ჩვენი თანამშრომლობის ახალი ვექტორებისა და მექანიზმების დაწყებას. ბელარუსი იყო, არის და იქნება ჩინეთის საიმედო პარტნიორი...ჩვენ დიდი ხნის წინ გადავწყვიტეთ, რომ ვითანამშრომლებთ და ვიმეგობრებთ ჩინეთთან. ეს მეგობრობა 30 წელს ითვლის და ამ გზიდან არასდროს გადაგვიხვევია. არც მარჯვნივ, არც მარცხნივ...," - თქვა ლუკაშენკომ შეხვედრაზე.
ცნობისთვის, მიმდინარე წელს ეს ბელარუსისა და ჩინეთის ლიდერების მეორე შეხვედრაა. პირველად ისინი ერთმანეთს 2023 წლის მარტში შეხვდნენ.