კითხვები აწი იქნება ვის რამდენი აქვს მოპარული; გაზრდილი ეკონომიკა 20-25 ოჯახის ჯიბეში მიდის. ზეპირად ვიცი ვისი... სახლში იმდენი აქვთ წაღებული... | გახარია

გამოქვეყნდა:

"საქართველო პატარა ქვეყანაა და არ შეიძლება 1 წელი, 2 წელი, 3 წელი, 5 წელი 10 წელი, 12 წელი, არ შეიძლება...ცვდება ეს ყველაფერი და ეს ხალხი მერე ეჩვევა თანამდებობასაც, ფულის მოპარვასაც, დაუსჯელობასაც და მერე ერთ მშვენერ დღეს იმდენს მოიპარავს, რომ ეშინია. ის აქვს დასაცავი. ყველანაირი ჩხუბის გარეშე, ესენი კი არ უნდა გაქრნენ, უნდ იყონ. ბევრი რაც გაუფუჭებიათ იმაზე პასუხი უნდა აგონ. რო გამოდიან და გახარიამ უპასუხოს კითხვებსო, კითხვები აწი იქნება, ვის რამდენი აქვს წაღებული, ვის რამდენი აქვს მოპარული, ვის რამდენი აქვს გაფიჭებული...
გამოდიან და ამბობენ, რომ ქვეყანაში ეკონომიკა იზრდება. მართლა იზრდება. რის ხარჯზე, მაგას არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ეს გაზრილი ეკონომიკა 20-25 ოჯახის ჯიბეში მიდის. სულ ზეპირად ვიცი ვისი. იმიტომ არის, რომ ვიღაცა ძალიან მდიდრდება და ვიღაცა გარბის ქვეყნიდან...
მე რატო არ მეშინია?! რო გადავდექი, რატო არ შემეშინდა?! იმიტომ, რომ ვერაფერს ვერ დამაბრალებენ და ვერაფერს ვერ მნიზამენ, საქმის კეთების მეტი არაფერი გამიკეთებია და სახლში არაფერი არ წამიღია და ამათ სახლში იმდენი აქვთ წაღებული, მთელი დიდი პრობლემა იქნება კიდე ის, რომ ეს როგორ დაიცვან.თან ეშინიათმ არ დამიჭირონო, თან ის რაც მოიპარა იმის შენარჩუნება უნდა"

თქვა ყოფილმა პრემიერმინისტრმა და პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ  რეგიონის მოსახლეობასთან და მხარდამჭერებთან შეხვედრისას სოფელ ობუჯში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი