[VIDEO] ოთარ ფარცხალაძე თბილისშია

გამოქვეყნდა:

ოთარ ფარცხალაძე თბილისშია. ჟურნალისტებმა აშშ-ის მიერ სანქცირებული ყოფილი გენერალური პროკურორი აეროპორტის ტერიტორიაზე დააფიქსირეს. ფარცხალაძეს იქ დაცვის 2 მანქანა ელოდებოდა, რომლებმაც ფარცხალაძე თბილისში წამოიყვანეს. ჯერჯერობით უცნობია რომელიმე ქვეყნიდან ჩამოფრინდა ის, თუ სადმე აპირებდა გამგზავრებას და რეისი გადაიდო. ფარცხალაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა. 

შეგახსენებთ, 17 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილმა ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა. მას რუსეთის მოქალაქეობა აქვს. დასანქცირებისა და მოქალაქეობის შეწყვეტის შემდეგ ეს ფარცხალაძის პირველი გამოჩენაა.
 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი