ნაფარეულის ტყეში ხანძარია

გამოქვეყნდა:

თელავის მუნიციპალიტეტში ხანძარია - სოფელ ნაფარეულში ტყის საფარს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ტერიტორიზე კვამლი რამდენიმე საათის წინ შენიშნეს. როგორც ცნობილია, ცეცხლი ფოთოვან ხეებს გაუჩნდა.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და მეხანძრე-მაშველები მუშაობენ. 

ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. 

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი