არსებული ინფორმაციით, ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე საქართველოში მოსკოვიდან ჩამოფრინდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მისი გამოსვლის დრო ავიაკომპანია "აზიმუტის" დაფრენის დროს [16:00] ემთხვევა, რის შემდეგაც ფარცხალაძემ აეროპორტი დაახლოებით 30 წუთში დატოვა.
უცნობია, რა მიმართულებით წავიდა სანქცირებული ყოფილი მთავარი პროკურორი აეროპორტიდან. თუმცა, მის სახლთან უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია, ადგილზე მობილიზებულია დაცვა და ჟურნალისტებს ტერიტორიაზე გადაადგილება შეზღუდული აქვთ. ფარცხალაძე საკუთარ სახლთან ამ დრომდე არ გამოჩენილა.
რა მიზნით ჩამოვიდა ფარცხალაძე საქართველოში, ეს ამ ეტაპზე უცნობია.