ოკუპანტების ეკონომიკური ექსპანსია გრძელდება - რუსი მიგრანტები საქართველოში უძრავი ქონების შესყიდვას განაგრძობენ. მასშტაბები უკვე იმდენად გაიზარდა, რომ წლევანდელი გარიგებების რაოდენობამ რამდენიმე თვეში შარშანდელ მასშტაბებს გადააჭარბა.
ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ საქმე გვაქვს კრემლის გამიზნულ პოლიტიკასთან და როგორც ყველა სხვა შემთხვევაში მოსკოვმა შესაძლოა ეს ბერკეტი პოლიტიკური ზეწოლისთვის გამოიყენოს. ხელისუფლების ოპონენტები ურჩევენ "ქართულ ოცნებას" მიიღოს საკანონმდებლო შეზღუდვა, რომელიც არ მისცემს ოკუპანტ სახელმწიფოს შესაძლებლობას, სურვილის შემთხვევაში უბრალოდ ჩამოაქციოს უძრაქვი ქონების ქართული ბაზარი.
ავტორი: ზურა პეტროსიანი