გორში მანქანა ახალგაზრდა კაცს დაეჯახა - ინფორმაციას რეგიონული გამოცემა "მოზაიკა" ავრცელებს და თვითმხილველზე დაყრდნობით წერს, რომ დაზარალებულის დასახმარებლად ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს.
"ცოცხალიაო, ამბობდნენ და მერე სასწრაფოც მოვიდა", - უთხრეს “მოზაიკას”.
ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტა ხნის წინ იუსტიციის სახლის მიმდებარედ მოხდა.