უკრაინის თავდაცვის მინისტრი იენს სტოლტენბერგს შეხვდა

გამოქვეყნდა:

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა.

როგორც უმეროვის Twitter-ზე წერს, შეხვედრაზე განიხილეს ფრონტზე არსებული მდგომარეობა და ზამთრის პერიოდში უკრაინის გადაუდებელი საჭიროებები.

"უკრაინის NATO-ში გაწევრიანება გარდაუვალია. ჩვენმა ქვეყანამ ეს გზა დიდი ხნის წინ აირჩია და ახლა ჩვენ ვმუშაობთ პრაქტიკულ ნაბიჯებზე, რათა მივუახლოვდეთ ნატოს წევრობას", - წერს უმეროვი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი