ევროპული საბჭოს ისტორიულ გადაწყვეტილებამდე 2 კვირაზე ნაკლები რჩება, თუმცა კვლავ გაურკვევველია, როგორ აპირებს "ოცნების" ხელისუფლება ევროკავშირთან აღებული ვალდებულებების შესრულებას. მთავრობა ირწმუნება, რომ ევროკომისიის ყველა დათქმა შესრულდება. თუმცა რატომ ასაიდუმლოებს ივანიშვილის გუნდი სამუშაოების გეგმას, გაუგებარია. ის ქვეყნის შიგნით არც ოპოზიციას და არც სამოქალაქო საზოგადოებას უნახავს. საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებენ, რომ ახლა გარდამტეხი დროა, და რეკომენდაციების შესრულებას ხელიუსფლება კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ვიდრე აქამდე.