"როცა გეუბნებიან, იმუშავე მეტი და მიიღე ცოტა, არალოგიკურია" | მაღაროელების პროტესტის მეხუთე დღე ჭიათურაში

გამოქვეყნდა:

ჭიათურაში, მაღაროელები უკვე მეხუთე დღეა გაფიცულები არიან და სამუშაოს შესრულებაზე უარს აცხადებენ. 
დასაქმებულები ისევ ღირსეულ ანაზღაურებასა და სამუშაო პირობებს ითხოვენ. სოლიდარობის ნიშნად, მათ მოთხოვნებს 13 სხვა მაღაროც შეუერთდა და ამ დროისთვის 1700-მდე მაღაროელია გაფიცული. 

"სულ სხვა ადგილზე ვმუშაობ, მაგრამ მაღარო ასე ერთიანი არავის უნახავს ჯერ და მაღაროელები ასე ერთ მუჭად შეკრული. იმიტომ, რომ დღესდღეობით თითოეულ მაღაროელს გვიჭირს, თითოეული მაღაროელი ვართ ბანკის ვალებზე დამოკიდებული და არავის არ გვინდა ამ კომპანიის ჩაძირვა, მაგრამ როცა ადამიანი გეუბნება, რომ იმუშავე მეტი და მიიღე ცოტა, ეს ცოტა არალოგიკურია და არ დავეთანხმებით ჩვენ ამას. თუკი ვინმე ფიქრობს იმას, რომ მაღაროელი დაიღლება, არ დავიღლებით," - ამბობს ერთ-ერთი მაღაროელი.

მაღაროელებსა და "ჯორჯიან მანგანეზს" შორის გამართული ერთი შეხვედრა უშედეგოდ უკვე დასრულდა. დღეს კი კომპანიის მენეჯმენტთან კიდევ ერთი შეხვედრაა დაგეგმილი.  

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი