რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი დაბომბეს | დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები

გამოქვეყნდა:

უკრაინული მედიის ცნობით, დღეს დილით რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი დაბომბეს, რის შედეგადაც 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ერთი დაშავდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"ექიმებს, რომლებიც სასწრაფოდ მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, მხოლოდ სიკვდილის დადასტურება მოუხდათ," - წერს Telegram-ზე ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ პროკუდინი

უკრაინის პროკურატურა კი აცხადებს, რომ სამართალდამცველებმა წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ომის კანონების დარღვევის ფაქტზე დაიწყეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი