"მოვიდა, თქვა, რომ აღარ უნდა ფედერაციაში, დაემშვიდობა ყველას და წავიდა" | გეგეშიძე კურტანიძის ბრალდებებზე

გამოქვეყნდა:

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე ლუკა კურტანიძის ბრალდებების პასუხად ამტკიცებს, რომ კურტანიძე არათუ დაესწრო ყრილობას, არამედ სიტყვითაც გამოვიდა და გეგეშიძის თქმით, ამას თვითმხილველებიც ჰყავს. როგორც ის ამბობს, კურტანიძემ თავად ითხოვა ფედერაციიდან ოფიციალურად გათავისუფლება:

"ბატონი ლუკა დღესაც არის პრეზიდიუმის წევრი. მან მიმართა თუ არ ვცდები 1 წლის წინ პრეზიდიუმს, რომ რაღაც პრობლემები ჰქონდა და გაეთავისუფლებინათ. ის არჩეულია და ფედერაცია ვერ გაათავისუფლებდა. იმ დღესაც, 30 ნოემბერს მობრძანდა და ისევ იგივე საკითხი წამოაყენა და თქვა, რომ აღარ უნდა და უნდა წასვლა. დაემშვიდობა სუყველას და წავიდა...გამარჯობის მეტი მე ლუკასთვის არაფერი არ მითქვამს. სიტყვთ გამოდიოდა და ვკითხე ისიც, რომ რითი შემძელო დახმარება, რაზეც მან არაფერი, დიდი მადლობაო. უბრალოდ მინდა ოფიციალურად, იურიდიულად გავიდე პრეზიდიუმის წევრობიდანო" ამბობს გეგეშიძე. 

შეგახსენებთ, ჭიდაობის ფედერაციაში მორიგი დაპირისპირების მიზეზი 30 ნოემბერს გამართული ყრილობა გახდა. მსოფლიო ჩემპიონი და ოლიმპიური პრიზიორი, ლუკა კურტანიძე ამტკიცებდა, რომ ყრილობაზე  არ შეუშვეს და დარბაზიდან გამოაძევეს. 

ფედერაციაში დაწყებული საქმის გარჩევა კი დღეს პარლამენტში გაგრძელდა, სადაც გეგეშიძის გამოსვლას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა შოთა ხაბარელსა და ირაკლი მეძმარიაშვილს შორის. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი