ზუგდიდის საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის წევრებმა პარტია დატოვეს. საკრებულოს 22 წევრიდან პარტია 14 -მა დეპუტატმა და აპარატის სამმა თანამშრომელმა დატოვა.
პარტიიდან წამოსულმა დეპუტატებმა საზოგადოებას საკუთარი გადაწყვეტილება საჯარო ბრიფინგით აცნობეს.
შეგახსენებთ, გუშინ, 4 დეკემბერს, ენმ დატოვა ბათუმის ორგანიზაციის წევრების ნაწილმა, მათ შორის საკრებულოს დეპუტატებმა და უმაღლესი საბჭოს წევრმა, გიორგი კირთაძემ.